logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კობა კობალაძე ქობულეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა
კობა კობალაძე ქობულეთში მცხოვრებ ვეტერანებს შეხვდა
11:52 13.04.2021
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, რეგიონებში გეგმიური ვიზიტის ფარგლებში, აჭარაში იმყოფება. დღეს, იგი, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრას, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მრეჩველი, ვლადიმერ იმნაძე, სამსახურის სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსი, მიხეილ ხურციძე, რეგიონული მართვის დეპარტამენტის აჭარის ა/რ სამმართველოს უფროსი, შოთა ყიფიანი, ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ლევან ზოიძე და აჭარის უმაღლეს საბჭოში ქობულეთისა და მახინჯაურის მაჟორიტარი დეპუტატი, ცოტნე ანანიძე ესწრებოდნენ.

სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებისგან მოისმინა მათთვის და მათი ოჯახებისთვის პრობლემური, აქტუალური და სამომავლოდ გასათვალისწინებელი საკითხები. მათ ყურადღება გაამახვილეს სხვადასხვა საკითხის გადაჭრის აუცილებლობაზე, დაუბეგრავი მინიმუმის გაზრდის, მიწის ლეგალიზაციისა და როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ასევე, საკანონმდებლო ორგანოების კომპეტენციის ფარგლებში გასატარებელ და მოსაგვარებელ საკითხებზე. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. კობა კობალაძემ, მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა ვეტერანებისთვის გაწეული სამსახურისთვის და მიმდინარე ეპიდ-სიტუაციის დროს ვეტერანების თანადგომისთვის. სამსახურის დირექტორმა, ვეტერანებს გააცნო სამსახურის გეგმები, პროექტები, რომლებიც რეგიონში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას და მათი ჯანდაცვის სერვისებით უკეთ უზრუნველყოფას ემსახურება. კობა კობალაძემ, მათ განუცხადა, რომ სამსახური, ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან და მთავრობასთან ერთად, აქტიურად მუშაობს ყველა იმ გამოწვევის დასაძლევად, რომლებიც ბენეფიციართა წინაშე დგას.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა