აჭარის მაღალმთიან რაიონებში ინტენსიურად თოვს.
როგორც "ნიუსპრესს" ხულოს გამგებლის მოადგილე გივი ქედელიძემ განუცხადა, ამ დროისთვის ხულოს სოფლებში თოვლის საფარი 2 მეტრს აჭარბებს.
დასავლეთ საქართველოში თოვლის საფარი რიკოთის უღელტეხილზე - 280 სმ, შოვში - 73 და მესტიაში - 54 სმ-ს აღწევს, ხოლო დანარჩენ რაიონებში დაახლოებით 10-15 სმ ფიქსირდება.
სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში თოვა 12 მარტამდეა მოსალოდნელი.

















