დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, გეგმური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის III, IVკვარტლების (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), ვაშლიჯვრის დასახლების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ორხევის დასახლების (ნაწილობრივ), თვალჭრელიძის, მაისურაძის, ჩაჩავას, ახმეტელის და ლიუბლიანას ქუჩების მოსახლეობას, ხოლო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I მიკრორაიონის, აკაკი წერეთელის გამზირის, სამტრედიის, მეფე მირიანის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის და პეტრე იბერის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
11:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას გლდანის მასივის „ა“, I, II, V, VI მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ომარ ხიზანიშვილის და ილია ვეკუას ქუჩების მოსახლეობა, 10:30 საათიდან 17:00 საათამდე გურამიშვილის გამზირის, ერწოს, ხევისუბნის და ქვიშხეთის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე რუსთავის გზატკეცილის, სადგურის, შოთა ნიშნიანიძის და ვაგზლის ქუჩების მოსახლეობა, ხოლო 14:00 საათიდან 16:00 საათამდე კაკი სურგულაძის,შოთა ნიშნიანიძის,სერგი სურგულაძის და ევგენი გეგეჭკორის ქუჩების მოსახლეობა.