თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა ლევან დავითაშვილმა, ამავე
რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან და ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად გამწვანების აქციაში მონაწილეობა მიიღო.
"გარემოს დაცვა და მასზე ზრუნვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ყოველთვის ვცდილობთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი გარემო შევუქმნათ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
დეპუტატის განცხადებით მსგავსი სახის აქტივობები ხშირად ტარდება და მომავალშიც გაგრძელდება.