დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება
შეუწყდება.
კომპანია "თელასის" ინფორმაციით, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა ზღვისუბნის დასახლების IX, X კვარტლების, თემქის დასახლების IX კვარტლის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ვაშლიჯვრის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის II კვარტლის, კახეთის გზატკეცილის, ლილოს დასახლების, საქნავთობის დასახლების, სოფელი დიდი ლილოს, საირმის გორის, საირმის,საბურთალოს, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, თოფურიძე ვალენტინის, გელოვანის, მუხრან მაჭავარიანის, ციალა გაბაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, პეტრიწის, ინტენსიფიკაციის და ურეკის ქუჩების მოსახლეობას შეეხება.
10:00 საათიდან 18:00 საათამდე ვერ მიიღებს ელექტროენერგიას წყნეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), გლდანის მასივის I მიკრორაიონის, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის გამზირის, დავით სარაჯიშვილის,ზარზმის, ილორის, ივანე ჯავახიშვილის, ჩიქობავას, აჯამეთის, ლეონიძის, ტაბიძის, ზურაბ ქვლივიძის, გოცირიძის, კანკავას, ვლადიმერ ნანეიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 13:00 საათამდე ყაზბეგის გამზირის, საირმის გორის, საირმის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობა, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე ჭირნახულის ქუჩის მოსახლეობა, ხოლო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე წერეთლის გამზირის, დიღმის მასივისI კვარტლის, აღმაშენებლის ხეივანის, სამხედრო გზატკეცილს, მიხეილ ჭიაურელის, ლუბლიანას, იუნკერ მიხეილ იოსელიანის და მირცხულავას ქუჩების მოსახლეობა.