საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის განკარგულებით, ოკუპირებული აფხაზეთის
ტერიტორიაზე მცხოვრები, ტრაგიკულად დაღუპული მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
გლოვის დღესთან დაკავშირებით, ისევე როგორც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებსა და ყველა სამხედრო ბაზაზე სახელმწიფო დროშები დაეშვა.
საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაშვებული 2021 წლის 10 აპრილის 00:00 საათიდან, 11 აპრილის 00:00 საათამდე იქნება.