2021 წლის 7 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე
მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ხსოვნის პატივსაცემად, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაშვებულია.
მთავრობის განკარგულებით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, 10 აპრილი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა.
საქართველოს სახელმწიფო დროშები დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე.