მობილობის შემცირების მიზნით, საკოორდინაციო საბჭო რეკომენდაციით მიმართავს
დამსაქმებლებს, გადაიყვანონ თანამშრომლები დისტანციური მუშაობის რეჟიმზე, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება დამსაქმებლებმა, ინდივიდუალურ რეჟიმში უნდა მიიღონ.
„აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილება თვითონ დამსაქმებელმა უნდა მიიღოს, ინდივიდუალურ რეჟიმში. ასევე, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 4-11 მაისი საქართველოს მასშტაბით, უქმე დღეებად ცხადდება", - განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.