ონის მუნიციპალიტეტში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ფარგლებში, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარახეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს .
ონის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიორგი მახათაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე იმყოფებოდა და გაეცნო სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს.
აღნიშნულ სამუშაოებს შპს „ ცოტნე “ ახორციელებს.