ფილარმონიასთან საპროტესტო აქციის მონაწილეები უკვე იკრიბებიან.
აქციაზე უფლებადამცველები, დამოუკიდებელი სტუდენტები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები იმყოფებიან. აქციას ანსამბლ „რუსთავის“ წევრები შეუერთდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ ანსამბლის წევრმა ეკა მოდებაძემ განუცხადა, „რუსთავი“-ს წევრები მიმდინარე მოვლენების გამო შეწუხებულები არიან და ნაწამები პატიმრების ოჯახებს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის დაწყებამდე უფლებადამცველმა დაჩი ცაგურიამ განცხადება გააკეთა და მედიას ახალი მოთხოვნა გააცნო.
მისი თქმით, ადვოკატებს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა ყოველ დღე უნდა შეეძლოთ, ასევე უნდა გახანგრძლივდეს მათი ვიზიტის დრო.
„მივმართავთ სასჯელაღსრულების ახალ მინისტრს გიორგი ტუღუშს უზრუნველყოს, რომ ადვოკატებმა ციხეებში შესვლა უქმე დღეებშიც შეძლონ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია ადვოკატების მიერ პატიმრების შესახებ ინფორმაციის გამოტანა“ - განაცხადა ცაგურიამ.

















