საინფორმაციო შეხვედრები აბიტურიენტებისათვის ონლაინ ფორმატში გრძელდება. შეფასებისა
და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორმა სოფიო გორგოძემ და საგნობრივი ჯგუფების წარმომადგენლებმა ინფორმაცია 2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შესახებ ამჯერად ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორისა და ძველი თბილისის რაიონების სკოლების მეთორმეტე კლასის მოსწავლეებს მიაწოდეს. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აბიტურიენტების კითხვები ეხებოდა როგორც რეგისტრაციის მომდევნო ეტაპებს, ასევე გამოცდების შინაარსობრივ ნაწილს.
ღია კარის დღეები აბიტურიენტებისათვის Microsoft Teams-ის პროგრამით ნოემბრიდან იმართება. შეხვედრები უკვე ჩატარდა გურიის, აჭარის, რაჭა-ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, იმერეთის, კახეთის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, მცხეთა-მთიანეთისა და ქვემო ქართლის დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებთან.
ღია კარის დღეები ასევე შედგა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთისა და გლდანი-ნაძალადევის რაიონების მეთორმეტეკლასელებთანაც. ყოველი შეხვედრის დასრულების შემდეგ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ხშირად დასმულ კითხვებსა და პასუხებს აქვეყნებს.
დეტალური ინფორმაცია მომდევნო ღია კარის დღის ჩატარების შესახებ ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება.