ონის მუნიციპალიტეტის მერიაში რაჭა- ლეჩხუმ- სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა
ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი - ქრისტინა კობახიძე ონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ-ების თანამშრომლებს შეხვდა.
მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს აღნიშნულ სამსახურებში არსებული მდგომარეობა, მიმდინარე სამუშაოები, დაგეგმილი ღონისძიებები და პრობლემური საკითხები. იმსჯელეს ზოგიერთი მიმართულებით არსებულ ხარვეზებსა და მათი მოგვარების გზებზე.
მსგავსი სამუშაო შეხვედრები პერიოდულად გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზაციების მხრიდან უფრო ეფექტურ მუშაობასა და კონკრეტული სფეროების მეტად განვითარებას.