მიმდინარე წლის 10 აპრილს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით,
ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, სამედიცინო ცენტრი ''ვივამედის'' ექიმები (კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ენდოკრინოლოგი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, გასტროენტეროლოგი, ოტო-რინო-ლარინგოლოგი), ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მრავალპროფილურ, უფასო სამედიცინო გამოკვლევებს (მათ შორის_ ექოსკოპია, კარდიოგრამა) ჩაატარებენ.
ბენეფიციარების მიღება იწარმოებს 10:00 საათიდან.
საკონტაქტო პირი: ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის წარმომადგენელი ფოთში, დათო კვარაცხელია. ტელ: 597 96 19 04
მისამართი: ქ.ფოთი, დავითაიას ქ. N1; 201-ე გემსაშენი ქარხნის ადმინისტრაციული შენობის პირველი სართული. აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პოლიკლინიკა.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და სამედიცინო ცენტრ ''ვივამედს'' შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი მიმდინარე წლის 26 თებერვალს გაფორმდა. მემორანდუმი მიზნად ისახავს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობას.