საქართველოს დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი,
ღირსების ორდენის კავალერი ალექსანდრე ხომერიკი „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერას უცხადებს და საკუთარ სამოქალაქო პოზიციას საჯაროდ აფიქსირებს.
ცნობილი ქართველი ტენორის განცხადებით, ქვეყანაში არსებული სიტუაციის მოთმენაც აღარ შეიძლება და იმედს გამოთქვამს, რომ ქართველი ხალხის გონიერება გაიმარჯვებს.
„ყველაფერი შეიძლება მოითმინოს ადამიანმა, მაგრამ დღეს დადგა ისეთი დღე, რომლის მოთმენაც არ შეიძლება. არ შეიძლება იმის მოთმენა, რისი მოთმენის უფლებაც ღმერთს ჩვენთვის არ მოუცია. ვუყურებდი სტუდენტებს და მეტირებოდა, რომ არ მაქვს იმის ჯანი, მათ გვერდით დავდგე. ღმერთმა გვაშორის ასეთი რამ, რაც ახლა გვჭირს“- განაცხადა ხომერიკმა.

















