თბილისში, დოლიძის ქუჩის 46-ში მდებარე კორპუსის მიმდებარედ, სადაც შს ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია ცხოვრობს,
ამ წუთებში სიმშვიდეა და ტერიტორიაზე განსაკუთრებული გადაადგილებები და მოძრაობა არ შეინიშნება.
როგორც „ნიუსპრესის“ კორესპონდენტი იუწყება, მას შემდეგ რაც სახლიდან მისი ძმა დათა ახალაია და უმრავლესობის წევრი აკაკი მინაშვილი გავიდნენ, სახლთან სხვა პირები არ მისულან და არც იქიდან გამოსულა ვინმე.
უცნობია სად იმყოფება ბაჩო ახალაია. ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფის ინფორმაციით, მან საქართველო რამდენიმე დღის წინ დატოვა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ახალაიას დასაკავებლად სპეცოპერაცია იგეგმება. ორივე ინფორმაცია კატეგორიულად უარყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა.

















