კახეთის რეგიონში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში ფრინველის დაცემის შემთხვევები
დაფიქსირდა. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვეტერინარები, შეტყობინების მიღებისთანავე გავიდნენ ადგილზე და ვითარებას სწავლობენ.
ლაბორატორიული კვლევისთვის აღებული აპათოლოგიური მასალა და გადაგზავნილია აკრედიტებულ ლაბორატორიაში.
სააგენტოს ვეტერინარების ჯგუფი გამომწვევი მიზეზების მოკვლევას განაგრძობს. ადგილზე გრძელდება სადეზინფექციო სამუშაოებიც.