82 წლის ასაკში დიდი ქართველი მწერალი, გურამ დოჩანაშვილი გარდაიცვალა.
დოჩანაშვილი არის ქართველი კლასიკოსი მწერალი, თანამედროვე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი.
გურამ დოჩანაშვილის შემოქმედების მთავარი თემებია სიყვარული, სიკეთე, შეუპოვარი ბრძოლა ბოროტების წინააღმდეგ და თავისუფლებისკენ სწრაფვა. მისი შემოქმედება თარგმნილია მრავალ ენაზე და საფუძვლად დაედო ცნობილ კინოფილმებსა და ტელესპექტაკლებს.
გურამ დოჩანაშვილი დაიბადა 1939 წლის 26 მარტს ქალაქ თბილისში. მომავალი მწერლის მამა — პეტრე დოჩანაშვილი იყო ექიმი, ხოლო დედა — გულნარა ემხვარი — დიასახლისი.
1957 წელს ანტისაბჭოთა საქმიანობისათვის 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რაც მალე პირობითი სასჯელით შეუცვალეს. 1959 წელს შეუერთდა არალეგალური პატრიოტული ორგანიზაცია — „გორგასლიანს“.
1962 წელს დაამთავრა თსუ-ის ისტორიის ფაკულტეტი.
გურამ დოჩანაშვილს განსაკუთრებული პოპულარობა მისმა ერთ-ერთმა შედევრმა - "სამოსელი პირველი" მოუტანა.