სასჯელაღსრულების გლდანის მე-8 დაწესებულებასთან ამ წუთებში ხმაურია, რაც ტერიტორიიდან ავტომობილის გასვლას მოყვა.
ციხის გარეთ შეკრებილმა ხალხმა მანქანის შემოწმება მოითხოვა. მოთხოვნის შესაბამისად, ავტომობილი ჟურნალისტებმა და მოძრაობა „ივერიელების“ წევრებმა ნახეს.
მოძრაობის წევრების განცხადებით, ავტომობილში პატიმრებისთვის განკუთვნილი რძის პროდუქტი იდო.
ჟურნალისტები ამ დროისთვის გლდანის ციხის ტერიტორიაზე რჩებიან.

















