კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ კასპში, სამების ქუჩაზე ასფალტის საფარის
დაგების სამუშაოები დაათვალიერა.სამების ქუჩასთან ერთად სარეაბილიტაციო სამუშაოები ლესელიძის, ჯორჯიაშვილის, მეტეხის და ქვათახევის ქუჩებსაც ჩაუტარდებათ. ხუთივე ქუჩა ერთმანეთის მიმდებარეა და ერთმანეთთან დაკავშირებული.
სამების ქუჩის სამუშაოების ღირებულება 88 975 ლარია, ხოლო ხუთივე ქუჩის ერთად 969 980 ლარი. პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდისა და მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომელსაც შპს „საგზაო სამმართველო #1“ ახორციელებს.
ხუთივე ქუჩა ამორტიზირებულია, გადაადგილებისთვისპრობლემური და მოასფალტებულიც არასოდეს ყოფილა. მჭიდროდ დასახლებულ ქუჩებზე, ინდივიდუალური ბინების გარდა 3 ხუთსართულიანი კორპუსია განთავსებული. ქუჩების რეაბილიტაცია მოსახლეობას გადაადგილების პირობებს გაუუმჯობესებს.
სამების ქუჩის მაცხოვრებლებლებმა მერთან საუბრისას კმაყოფილება გამოთქვეს ქუჩის რეაბილიტაციის გამო და ვახტანგ მაისურაძეს მადლობაგადაუხადეს.