logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისია: სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „TMI" -ს საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება, „TV-MR" კი აუდიტზე უარს აცხადებს
კომუნიკაციების კომისია: სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „TMI" -ს საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება, „TV-MR" კი აუდიტზე უარს აცხადებს
19:17 02.04.2021
კომუნიკაციების კომისიის დაფინანსებით სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანია „ტრი მედია ინტელიჯენსს", რომელიც „კანტარ მედია"-ს ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, საერთაშორისო აუდიტი ჩაუტარდება. კომისიამ საერთაშორისო აუდიტის ჩასატარებლად ტენდერი დღეს გამოაცხადა. სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიებში საერთაშორისო აუდიტის ჩატარების საჭიროება იმითაა განპირობებული, რომ დღეს საქართველოში ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია არსებობს, რომელთა მონაცემებიც ერთმანეთისაგან განსხვავდება. მაშინ, როდესაც საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით ყველა განვითარებულ ქვეყანაში სატელევიზიო აუდიტორიას ერთი კომპანია ზომავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ბაზარზე ორი სატელევიზიო რეიტინგების მთვლელი კომპანია ოპერირებს, სარეკლამო ბაზარზეც ორი განსხვავებული მონაცემი არსებობს, რაც პრობლემას წარმოადგენს არა მხოლოდ მაუწყებლებისთვის, არამედ რეკლამის დამკვეთებისთვის. განსხვავებული მონაცემების პირობებში რეკლამის დამკვეთებმა არ იციან რომელია ზუსტი, შესაბამისად აღნიშნული გარემოება ნეგატიურ გავლენას ახდენს სამაუწყებლო სარეკლამო ბაზრის განვითარებაზე.

სარეკლამო ბაზარზე არსებული ვითარებიდან გამომდინარე, კომუნიკაციების კომისიამ, როგორც მაუწყებლობის სფეროში პოლიტიკის განმსაზღვრელმა უწყებამ, გამოთქვა მზადყოფნა დაეფარა საერთაშორისო აუდიტის ხარჯები, რომლის შედეგებიც სარეკლამო ბაზარზე არსებულ კითხვის ნიშნებს გასცემს პასუხს. კომუნიკაციების კომისიამ ორივე სატელევიზიო რეიტინგების მთვლელ კომპანიას შესთავაზა თავად შეერჩიათ საერთაშორისო აუდიტორი. კომუნიკაციების კომისიის შეთავაზებაზე „ტრი მედია ინტელიჯენსმა" თანხმობა განაცხადა, უფრო მეტიც, TMI-ის ხელმღვანელობა მზად იყო მათ კომპანიაში აუდიტი შპს „თი-ვი ემ-არ საქართველოს" მიერ შერჩეულ საერთაშორისოდ აღიარებულ აუდიტორულ კომპანიას ჩაეტარებინა. მიუხედავად ამ შეთავაზებისა ხანგრძლივი სამუშაო პროცესის შემდეგ „თი-ვი-ემ-არ საქართველოს" წარმომადგენლობამ კომუნიკაციების კომისიის შეთავაზება არ მიიღეს. ამის მიზეზად კომპანიამ იმ მაუწყებლების პროტესტი დაასახელა, რომლებიც მისი დამკვეთები არიან. კერძოდ, „თი-ვი-ემ-არ საქართველოში" აუდიტის ჩატარებაზე წინააღმდეგობა „ტელეკომპანია პირველმა", „მთავარმა არხმა", „ფორმულამ" და „კავკასიამ" დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ რეკლამის დამკვეთი კომპანიებისთვის სარეკლამო ბაზარზე არსებული ორი განსხვავებული მონაცემის არსებობა იწვევს კითხვის ნიშებს, რის გამოც ისინი ბოლო წლებში რეკლამისთვის განკუთვნილ თანხებს არა მაუწყებლებში, არამედ ციფრული მედიისკენ მიმართავენ, სადაც რეკლამიდან მიღებული სარგებლის გაზომვა აბსოლუტური სიზუსტითაა შესაძლებელი. აქედან გამომდინარე უმნიშვნელოვანესია, რომ ბაზარზე არსებულ ორივე რეიტინგების მთვლელ კომპანიას ჩატარებული ჰქონდეს საერთაშორისო აუდიტი და მათთან დაკავშირებით არ არსებობდეს კითხვის ნიშნები. ვინაიდან აუდიტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიზანს კომპანიის გამჭვირვალობისა და სანდოობის უზრუნველყოფა წარმოადგენს. ქართულ ბაზარზე მსგავსი სახის აუდიტი წლებია არ ჩატარებულა, პრობლემა კი ორი მთვლელის და ვალუტის არსებობის პირობებში აუდიტის ჩატარების გარეშე ვერ გადაიჭრება.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა