logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს" „მაგთიფიქსის" გაუქმების უფლება არ მისცა
კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს" „მაგთიფიქსის" გაუქმების უფლება არ მისცა
16:11 01.04.2021
მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, კომუნიკაციების კომისიამ „მაგთიკომს" „მაგთიფიქსის" მომსახურების F10 ლიცენზიის გაუქმების შესახებ მოთხოვნა არ დაუკმაყოფილა. კომისიის გადაწყვეტილების შესაბამისად, „მაგთიფიქსის" სერვისის მიღებას კვლავ შეძლებს 10 ათასამდე აბონენტი, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები აბონენტები. „მაგთიფიქსის" მომსახურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საქართველოს საზღვრისპირა სოფლებსა და მაღალმთიან რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის, რადგან ამ გეოგრაფიულ არეალში სხვა ალტერნატიული საკომუნიკაციო არხების მიღების პრობლემაა.

კომუნიკაციების კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე "მაგთიკომის" მომართვის მიზანშეწონილობაზე იმსჯელა და „მაგთიკომს" 2021 წლის 4 მარტის მოთხოვნაზე უარი განუცხადა. ვინაიდან კომპანიის მოთხოვნა ლიცენზიის გაუქმების შესახებ ქმნის საფრთხეს, რომ 10 ათასი აბონენტი მომსახურეობის გარეშე დარჩეს. კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებით, "მაგთიკომი" უფლებამოსილია მომსახურების მიწოდება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეწყვიტოს, თუ ქსელის სრულად გათიშვის შემთხვევაში მისი აღმოფხვრა შეუძლებელი იქნება კომპანიის ხელთ არსებული ტექნიკური შესაძლებლობებით.

"ასევე გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ 2021 წლის 11 მარტს კომისიამ კომპანიის მიერ გადასახდელი ლიცენზიის საფასური 16 მილიონიდან 161 ათას ლარამდე, 100-ჯერ შეუმცირა. აღსანიშნავია ისიც, რომ „მაგთიკომს" ლიცენზიით სარგებლობის გადაანგარიშებული საფასურის დიდი ნაწილი უკვე გადახდილი აქვს და 161 ათასიდან და მხოლოდ 15 ათასი ლარი უნდა გადაიხადოს ბიუჯეტში, იმისთვის რომ ლიცენზიით 2029 წლამდე ისარგებლოს" - აცხადებენ უწყებაში.

შეგახსენებთ, რომ კომუნიკაციების კომისიამ კომპანია „მაგთიკომს" ჯერ კიდევ 2019 წლის 13 ივნისის გადაწყვეტილებით, განსაზღვრა ვალდებულება, რომ გაეგრძელებინა „მაგთიფიქსის" მომსახურების მიწოდება ლიცენზიის მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ან აქტიური აბონენტების ალტერნატიული საკომუნიკაციო საშუალებებით უზრუნველყოფამდე.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა