ადვოკატი ქეთი ბექაური აცხადებს, რომ გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ამ დროისთვის მოჩვენებითი სიმშვიდეა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს გლდანის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.
ბექაურმა დღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი ცოტნე გამსახურდია მოინახულა, რომელიც მისი თქმით, ნაცემია და სხეულზე უამრავი დაზიანება აღენიშნება.
„ვიმყოფებოდი გლდანის მე-8 საპყრობილეში და გავესაუბრე რამდენიმე ავადმყოფ პატიმარს, ასევე, ცოტნე გამსახურდიას. ამ წუთებში სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოჩვენებითი სიმშვიდეა, თუმცა, როგორც პატიმრები აცხადებენ, აღნიშნული დაწესებულება ისევ ისეთი ჩაკეტილია, როგორიც მანამდე იყო.
ამ წუთებში გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებასთან პატიმრების მშობლები, ახლობლები და რიგითი მოქალაქეები არიან შეკრებილი.
ჟურნალისტები გლდანის ციხის ეზოში იმყოფებიან. ისინი ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის თანხმობით შეუშვეს. მედიის შესვლას პატიმრები ციხიდან შეძახილებით გამოეხმაურნენ.

















