დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის
განცხადებით, ეპიდემიური სიტუაცია დღითიდღე უარესდება და შესაძლებელია, სახელმწიფო იძულებული გახდეს შეზღუდვები ისევ შემოიღოს.
„სიტუაცია დაახლოებით ისეთია, როგორიც იყო სექტემბრის ბოლო კვირაში და ოქტომბრის დასაწყისში, რასაც ზუსტად ერთ თვეში შემთხვევების გაოთხმაგება მოჰყვა და შემდგომ ორ თვეში, მოგეხსენებათ რა ხდებოდა ქვეყანაში.
ქუჩაშიც რომ გაიაროთ უკვე ხედავთ ადამიანებს, პირბადე არ უკეთიათ. ეს არის იმის მომასწავებელი, რომ სახელმწიფო შეიძება იძულებული გახდეს, შეზღუდვები ისევ შემოიღოს.
არგუმენტი, რომ კორონა მაქვს გადატანილი - არაფერს არ ნიშნავს. ალბათ იცის უკვე მოსახლეობამ, რომ სამწუხაროდ ჩვენ უკვე გვაქვს შემთხვევები არა მარტო მსოფლიოში, არამედ საქართველოშიც, როცა კორონა ადამიანებს მეორედ დაემართათ“ - განაცხადა პაატა იმნაძემ.