საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი
პრეზიდენტის ხსოვნას პატივი მიაგეს.
პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავჯდომარე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში იმყოფებოდნენ, სადაც პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას საფლავი ყვავილებით შეამკეს.
საქართველოს პირველ პრეზიდენტს, ზვიად გამსახურდიას დღეს 82 წელი შეუსრულდებოდა.