logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მიხეილ ჩხენკელი: დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის „ტელესკოლას“ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია
მიხეილ ჩხენკელი: დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის „ტელესკოლას“ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია
23:05 30.03.2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივ პროექტ „ტელესკოლის“ ერთი წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, სადაც დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. როგორც მიხეილ ჩხენკელმა ხაზი გაუსვა, პანდემიასთან ბრძოლის პირობებში, განათლების მიმართულებით უაღრესად მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ „ტელესკოლას“ უკავშირდება. ეს არის პროექტი, რომელიც ყველა მოსწავლეს, განურჩევლად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან, საშუალებას აძლევს, ნახოს საინტერესო გაკვეთილები, სხვადასხვა შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროგრამები.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, პირველი არხისა და სამინისტროს ყველა თანამშრომელს, ვინც ჩართული იყო „ტელესკოლის“ პროექტის განხორციელებაში და, ზოგადად, პანდემიის პირობებში განათლების სერვისების შეუფერხებელი უზრუნველყოფის რთულ საქმეში. აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ პროექტის ასეთი სახით განხორციელებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ვასილ მაღლაფერიძეს, რისთვისაც მას პირადად კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას.

როდესაც განათლების სისტემის წინაშე მდგარ გამოწვევებზე და მიღწეულ წარმატებებზე ვსაუბრობ, არ შემიძლია არ აღვნიშნო მასწავლებლების ღვაწლი და უდიდესი ამაგი. თქვენ ჩვენი დროის გმირები ბრძანდებით, ვინაიდან სწორედ თქვენ იმყოფებოდით და იმყოფებით ფრონტის წინა ხაზზე. თითოეული დღე მართლაც გმირობის ტოლფასია. თქვენი მონდომება, პროფესიონალიზმი და საქმისადმი ერთგულება ფასდაუდებელია. ქედს ვიხრი თითოეული თქვენგანის წინაშე და კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ფასდაუდებელი ღვაწლისთვის.
აქვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ BBC-მ მოსწავლეებს „ტელესკოლა“ 2021 წლის იანვრიდან შესთავაზა. შესაბამისად, საქართველოს განათლების სისტემაში 10 თვით ადრე დაინერგა ის, რაც დიდ ბრიტანეთში 2021 წლიდან დაიწყო.

ვფიქრობ, დისტანციური სწავლების მეთოდებს შორის „ტელესკოლას“ ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უკავია. პროექტმა ხელი შეუწყო იმას, რომ 2019-2020 წლის გაზაფხულის სემესტრი აკადემიურ წლად არ გამოცხადდა და „ტელესკოლა“ დღემდე წარმატებით მიმდინარეობს.
აღსანიშნავია პროექტის მრავალფეროვნება. სასწავლო პროგრამით გათვალისწინებული საგნების გარდა, „ტელესკოლა“ კლასგარეშე სწავლებასაც გულისხმობს. მათ შორის ცეკვის, მუსიკისა და ჭადრაკისგაკვეთილებს და რჩევებს მშობლებისათვის. ასევე გრძელდება ინგლისური ენის გაკვეთილები ნებისმიერი ასაკის მაყურებელისთვის. „ტელესკოლა“ აბიტურიენტის საათის ჩატარებასაც ითვალისწინებს. გრძელდება ეთნიკური უმცირესობებისთვის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე მათემატიკის, ბუნების, ბიოლოგიის, სომხურისა და აზერბაიჯანულის, როგორც მშობლიური ენების ტელე-გაკვეთილები. გაკვეთილების დაგეგმვისას მაქსიმალურად არის გათვალისწინებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეების ინტერესები, უზრუნველყოფილია გაკვეთილების ადაპტირება ჟესტურ ენაზე.

ვფიქრობ, პროექტი „ტელესკოლა“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა სწავლაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით.

გულწრფელად მახარებს, რომ რთულ პერიოდში, ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენ შევძელით შეგვენარჩუნებინა უწყვეტი საგანმანათლებლო პროცესი. ასევე, ძალიან მეამაყება, რომ საქართველოს მიერ დისტანციური განათლების უზრუნველყოფის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს საერთაშორისო საზოგადოებამ მაღალი შეფასება მისცა.

კიდევ ერთხელ, ყველას გულწრფელად გიხდით მადლობას გაწეული საქმიანობისთვის. ჩვენი მომავალი თაობისთვის განათლების სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მართლაც საშვილიშვილო საქმეა“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა