აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, გაზაფხულის სემესტრიდან იზრდება სტუდენტთა
დაფინანსების ბიუჯეტი.
სწავლა დაუფინანსდება 650-ზე მეტ სტუდენტს. მათ შორის 177 სოციალურად დაუცველი ოჯახიდან, მაღალმთიანი აჭარიდან და სხვადასხვა კატეგორიის სტუდენტებს.
,,პანდემიის და ეკონომიკური კრიზისი გათვალისწინებით უამრავ სტუდენტს გაუჭირდა სწავლის საფასურის გადახდა, ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება სრულად დაფინანსდეს პრაქტიკულად ყველა განაცხადი, რომელიც იქნა შესული აჭარის განათლების სამინისტროში და შესაბამისად, სტუდენტებს აჭარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან, მაღალმთიანი აჭარიდან, დავუფინანსოთ სწავლის გადასახადი" - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე.
ასევე, აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ, სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2020 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში წარადგინა.