ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართული სამი ქალი
ბენეფიციარი კომპანია „უნიბოქს - Unibox“-ის საწარმოში დასაქმდა. ბენეფიციარები, სოციალური მუშაკების რეკომენდაციით, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის სამმართველოს უფროსსა და საწარმოს დირექტორთან გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ.
საწარმო საკვები პროდუქტების შესაფუთ მუყაოს ყუთებს აწარმოებს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და საწარმოს შორის თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება. საწარმოს გაფართოებასთან ერთად დაგეგმილია დამატებით 10-მდე ბენეფიციარის დასაქმება.
"მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაცია იუსტიციის სამინისტროს პრიორიტეტული მიმართულებაა, მათი დასაქმების ხელშეწყობა კი რესოციალიზაციის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის ფარგლებში, აქტიურად მუშაობს ყოფილ პატიმართა დასაქმების ხელშეწყობაზე. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებასა და კერძო კომპანიაში 661 ბენეფიციარი დასაქმდა. ყოფილი პატიმრების დასახმარებლად პირველი სპეციალური სახელმწიფო პროგრამა 2012 წლისნოემბერში შეიქმნა. პროგრამას მიზანია პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებულ პირებზე ზრუნვა, მათი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ამ გზით, განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა" - აცხადებენ უწყებაში.
ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში ჩართვა ნებაყოფლობითია. პროგრამაში ჩართვის მსურველმა პირებმა უნდა მიმართონ დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს (თბილისი, ყაზბეგის #42).