თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ლევან დავითაშვილი, ამავე
რაიონის გამგებელ კახა ლაბუჩიძესთან ერთად, ახალი სკვერის გახსნას დაესწრო.
„ქალაქის უბნების გამწვანება ჩვენი ერთ - ერთი პრიორიტეტია. მეტი მწვანე სივრცე და რეკრეაციული ზონების არსებობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის და განსაკუთრებით მომავალი თაობის ჯანმრთელობისთვის. დღესვე შევხვდით მოსახლეობას და სამომავლო გეგმები დავსახეთ", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
პროექტის ფარგლებში, სკვერში დამონტაჟდა ლედ განათების სისტემა, დასასვენებელი სკამები და ბავშვთა გასართობი სივრცე მოეწყო.