საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დღეს თანამშრომელთა
პროფესიული დღე აღინიშნა. საგამოძიებო სამსახურის უფროსმა - სოსო რამიშვილმა, უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე მიულოცა და საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიმართულებით, სამსახურის განვლილი წლის საქმიანობის შედეგები შეაჯამა.
საგამოძიებო სამსახურის უფროსმა აღნიშნა, რომ “უწყების თანამშრომელთა პროფესიული მიღწევები, თითოეული მათგანის დაუღალავი შრომის შედეგია. განვლილ საანგარიშო პერიოდში, მიუხედავად ახალი კორონავირუსით შექმნილი სირთულეებისა, პროფესიონალთა გუნდმა საფინანსო-ეკონომიკური დანაშაულების გამოვლენის, გამოძიებისა და აღკვეთის მიმართულებით, ეფექტიანად წარმართა საქმიანობა. საგამოძიებო სამსახური მთავრობის ეკონომიკური განვითარების პოლიტიკას წლებია წარმატებით ახორციელებს, რომლის მთავარი პრინციპი და ღირებულება ქვეყანაში ჯანსაღი ბიზნესგარემოს დაცვა და კანონიერი საქმიანობის ხელშეწყობაა. მსურს მივულოცო პროფესიული დღე ჩვენს თანამშრომლებს და მადლობა გადავუხადო მათ გაწეული სამსახურისთვის. მჯერა, რომ უწყების საქმიანობა მომავალშიც წარმატებული იქნება“. განაცხადა სოსო რამიშვილმა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, საგამოძიებო სამსახურის უფროსმა უწყების თანამშრომლებს განსაკუთრებული დამსახურებისთვის ვადამდელი სპეციალური წოდებები მიანიჭა და მადლობის სიგელები გადასცა.