logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების ანგარიშები მოისმინა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს უწყებების ანგარიშები მოისმინა
16:18 29.03.2021
აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე მოწერელია უძღვებოდა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ა(ა)იპ სოფლის განვითარების სააგენტოს და სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშები მოისმინა.

მოხსენებები, შესაბამისად, სოფლის განვითარების სააგენტოს უფროსმა ილია თამარაშვილმა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა თამარ ალადაშვილმა წარადგინეს.

მომხსენებლების მიერ განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით კონკრეტული პრეზენტაციების გაკეთებამდე, კომიტეტის წევრებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ხანიშვილმა მოკლე ინფორმაცია მიაწოდა.

მინისტრის პირველმა მოადგილის განცხადებით, 2019 წელს დაიწყო და 2020 წელსაც გაგრძელდა სოფლის განვითარების სააგენტოს გარდაქმნა. მისი თქმით, თავდაპირველად ეს იყო სააგენტო, რომელიც რეალურად მხოლოდ პროგრამებზე მუშაობდა, ცალკე იყო კოოპერატივების განვითარების სააგენტო და ცალკე - რეგიონული, ანუ ექსტენციის სამსახური.

„ახალი სამსახურის შექმნა რეალურად ემსახურებოდა იმ მიზანს, რომ ახალი სააგენტო პასუხობდეს ევროკავშირის იმ მოთხოვნებს, რომელიც დასაკმაყოფილებელი გვაქვს მიმდინარე ეტაპზეც და უფრო მეტად კი 2024 წლისთვის, როდესაც ჩვენ განაცხადს გავაკეთებთ ევროკავშირის წევრობაზე და ეს არის გარდაქმნის საბოლოო ეტაპი, როდესაც სოფლის განვითარების სააგენტო გადამხდელ სააგენტოდ უნდა გარდაიქმნას", - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

გიორგი ხანიშვილის განცხადებით, შარშან საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ შესწავლილ იქნა პროგრამები, რომლებიც საქართველოში ხორციელდება, მათ შორის, „აწარმოე საქართველოს" მიხედვით და დადასტურებულია, რომ ჩვენი სააგენტო, მისი პროგრამები აბსოლუტურად პასუხობს ევროპულ გამოცდილებას, ერთი ის არის, რომ ჩვენი შესაძლებლობები არის საკმაოდ მწირი, მაგრამ მთავარია, რომ ის ხაზი, რომელზეც ჩვენ ვაკეთებთ სწორებას და განვითარებას, არის აბსოლუტურად იდენტური ევროკავშირის.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის თაობაზე საუბრისას, მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, ამ ცენტრმა სამინისტროების შერწყმის შემდეგ, გარემოს ნაწილთან ერთად, სოფლის მეურნეობის მიმართულებითაც ძალიან ბევრი ტრენინგი ჩაატარა და ბევრ სასიკეთო საქმეს აკეთებს. ფერმერებისათვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის ადგილებამდე მიტანის მიზნით, სოფლის განვითარების სააგენტო და განათლების ცენტრი ერთობლივად მუშაობენ.

სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას, მომხსენებელმა ილია თამარაშვილმა ძირითადი ყურადღება ორ მიმართულებაზე გაამახვილა - როგორც იმ სამუშაოებზე, რომელებიც სამინისტროს სისტემური პროგრამების მიმართულებით განხორციელდა, ასევე ანტიკრიზისულ პროგრამებზე, რომელთა განხორციელების აუცილებლობა კოვიდ- პანდემიამ დააყენა დღის წესრიგში.
როგორც აღინიშნა, პანდემიამ დღის წესრიგში დააყენა სამინისტროს მხრიდან ისეთი პროექტების შემუშავების საკითხი, რომლებიც ხელს შეუწყობდა ფერმერებს იმაში, რომ ერთი მხრივ, არ შეზღუდვოდათ გადაადგილება და, მეორე მხრივ, ქონოდათ წვდომა როგორც ფინანსებზე, ასევე აგრონომიული სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებაზე. მისი ინფორმაციით, დანერგე მომავლის ფარგლებში მოხდა ერთწლიანი კულტურების დაფინანსების საკითხის დამატება - გაიცა 57 მლნ-ლარზე მეტი თანხის 2900-ზე მეტი სესხი, თანადაფინასებით 4,2 მლნ. ლარი. ჯამურად, აგროკრედიტის სახით, 57 ათასზე მეტი სესხია გაცემული. დაიწყო ასევე მერძევეობის მოდერნიზების და ბაზარზე წვდომის პროგრამა, რომელიც შვიდი წლის განმავლობაში გაგრძელდება, ჯამური ინვესტიცია 21 მილიონი ლარია. ანტიკრიზისულის ფარგლებში განხორციელდა აგროწარმოების პროგრამა, მოხდა იმპორტირებული ხორბლის სუბსიდირება, რათა მოსახლეობის პურით მომარაგებაში არ ყოფილიყო შეფერხება. ასევე შესაბამისი გადაწყვეტილება იქნა მიღებული იმის თაობაზე, რომ არ შეფერხებულიყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სხვა პროდუქტების იმპორტი და ასე შემდეგ. მან შარშან განხორცილებულ სისტემურ პროექტებზე და პროგრამებზეც ისაუბრა, მათ შორის, „დანერგე მომავალზე", აგროდაზღვევაზე, „ახალგაზრდა მეწარმეზე" და სხვა.

ანგარიშის მოსმენა დისკუსიის რეჟიმში გაგრძელდა. კომიტეტის წევრების შეფასებით, სამინისტრო, მისი შესაბამისი სამსახური სოფლის განვითარების სააგენტოს სახით, ფაქტობრივად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ფერმერთა და სოფლად მცხოვრებთა კეთილდღეობის ზრდას შეძლებისდაგვარად შეუწყონ ხელი, თუმცა მათივე თქმით, არის საკითხები, რომლებიც კიდევ უფრო მეტ ყურადღებას საჭიროებს. ეს, მათ შორის, ეხება ხორბლის სუბსიდირებას მცირე მეწარმეებისათვის, ხორბლის ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ქართული ჩაის წარმოების მხარდაჭერას, საინფორმაციო საქმიანობის კიდევ უფრო მეტად გააქტიურებას და სხვა.

თავის მხრივ, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ხელმძღვანელმა კომიტეტის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია ცენტრის ძირითად მიზნებსა და ამ უწყების მიერ შარშან გაწეული საქმიანობის თაობაზე, ასევე სამომავლო გეგმებზე.

თამარ ალადაშვილის განმარტებით, საზოგადოების გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობა და ცნობიერების ამაღლება; გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართულობა; გარემოსდაცვით და აგრარულ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა - ეს არის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უმთავრესი მიზნები, რომელთა განხორციელებისთვის ცენტრის თანამშრომლები ძალასა და ენერგიას არ იშურებენ. ცენტრის საქმიანობაში აგრარული კომპონენტი ორიოდ წლის წინ - სამინისტროების გაერთიანების შემდეგ შემოვიდა და 2020 წელს ცენტმა თავის საქმიანობაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი სწორედ ფერმერთა ხელშეწყობაზე და ექსტენციის სამსახურის თანამშრომელთა გადამზადებაზე გააკეთა. მისივე თქმით, ცენტრის საქმიანობაში არის საინტერესო სიახლეებიც, გეგმების მნიშვნელოვანი ნაწილი კი სოფლის განვითარების სააგენტოს ექსტენციონერების საჭიროებებზეა დაფუძნებული.

სხდომის დასასრულს, კომიტეტმა ორივე უწყების მიერ წარმოდგენილი ანგარიში ცნობად მიიღო.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა