თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან მიმდინარე მცირერიცხოვან აქციაზე, ცოტახნის წინ, ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოხდა.
აქციის მიმდინარეობისას ერთ-ერთმა სტუდენტმა დაიყვირა - „ძირს პატრიარქი“, რასაც რამდენიმე სტუდენტის მხრიდან მცირე ფიზიკური დაპირისპირება მოყვა.
როგორც სტუდენტთა აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, მსგავსი პროვოკაცია ყოველთვის იყო და იქნება, სწორედ ამიტომ, ისინი აქციებს დროებით წყვეტენ.

















