სკოლებში პედაგოგთა ტესტირება პროტოკოლით განსაზღვრულ ვადებში უწყვეტ რეჟიმში
გრძელდება.
სწავლის განახლებიდან დღემდე, სასწავლო პროცესის პარალელურად, სკოლების წარმომადგენლები ტესტირებას გადიან, რაც თავად სკოლის ადმინისტრაციის პერსონალისა და მოსწავლეთა უსაფრთხოებას განაპირობებს.
ინფექციური პათოლოგიის ცენტრის თანამშრომლებმა თბილისის მე-18 საჯარო სკოლაში რიგით მეოთხე ტესტირება ჩაატარეს. მნიშვნელოვანია, რომ მანამდე ჩატარებული სამი ტესტირებიდან, ვირუსი არავის გამოვლენია.
სავალდებულო ტესტირება, რომელსაც სახელმწიფო სრულად უზრუნველყოფს, სკოლებში ორ კვირაში ერთხელ ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება. შედეგად, საკუთარ ჯანმრთელობას აკონტროლებს 2085 საჯარო და 300-მდე კერძო სკოლის პედაგოგი, რაც მათი უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესია.