საქართველოში უახლოეს დღეებში ნალექი თოვლის სახით შენარჩუნდება.
როგორც "ნიუსპრესს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრიდან აცნობეს, ქვეყნის უმეტეს რაიონში ხვალიდან ნალექის გაძლიერებაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში დღეს საღამოს ნალექი შემცირდება, თუმცა ხვალ დღის მეორე ნახევრიდან, თოვლის გაძლიერებაა ნავარაუდევი.
სინოპტიკოსების ცნობით, უახლოესი დღეების განმავლობაში მაქსიმალური ტემპერატურა საქართველოში +2, +5 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი - 0 -2 გრადუსი.
რაც შეეხება თოვლის საფარს, დასავლეთ საქართველოში - ხულოში 212 სმ-ია, რიკოთის უღელტეხილზე კი, 280 სმ. აღმოსავლეთ საქართველოში - ბაკურიანში 77 სმ, გუდაურში 156 სმ, ჯვრის უღელტეხილზე 237 სმ.

















