logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
კასპის კოლეჯი პირველ პროფესიულ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს
კასპის კოლეჯი პირველ პროფესიულ სტუდენტებს ახალი სასწავლო წლიდან მიიღებს
15:30 27.03.2021
შიდა ქართლის რეგიონში პროფესიულ განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდისა და დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, ქალაქ კასპში თანამედროვე სტანდარტების კოლეჯი აშენდა. კოლეჯი ახალი სასწავლო წლიდან მსურველებს საინჟინრო, სამშენებლო, სოფლის მეურნეობისა სხვა მოთხოვნადი მიმართულებების პროფესიულ პროგრამებს შესთავაზებს. პროექტი სრულად დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარზე მეტია. შენობა 260 სტუდენტზეა გათვლილი და აღჭურვილია საჭირო ინვენტარითა და ტექნიკით.

კოლეჯის ინფრასტრუქტურის გასაცნობად და ადგილზე არსებული გამოწვევებისა და თანამშრომლობის საკითხების განხილვის მიზნით, კასპის კოლეჯმა საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს უმასპინძლა. სამუშაო შეხვედრა ღია დიალოგის ფორმატში წარიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ თამარ ქიტიაშვილმა, გერმანიის ელჩმა საქართველოში ჰუბერტ ქნირშმა, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) პროგრამის დირექტორმა ჰანს-იურგენკასენსმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა - გიორგი ხოჯევანიშვილმა და ირაკლი მეზურნიშვილმა, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუგზარ სამხარაძემ, ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ ანა საბახტარაშვილმა და ბიზნესის წარმომადგენლებმა მიიღეს.

თამარ ქიტიაშვილმა რეგიონის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში ჩართულ ყველა მხარეს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ასეთი დიალოგი ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კერძო სექტორთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან აუცილებელია იმისთვის, რომ კოლეჯის მიერ შეთავაზებული ყველა პროგრამა მორგებული იყოს რეგიონის საჭიროებებზე. მისივე თქმით: „ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ გამოწვევებზე, პრობლემებზე, სამომავლო გეგმებზე, იმაზე რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად კიდევ უფრო კარგი შედეგისთვის, ამისათვის გვაქვს დიდი მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან, კერძო ბიზნესიდან და რაც ძალზე მნიშვნელოვანია - ევროპელი მეგობრებისაგან“.

გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, კასპის მსგავსად მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს ახალი კოლეჯების დაარსება, მათი მოდერნიზირება და მოწყობა. მისივე თქმით, პროფესიული განათლება არის საშუალება მსურველებმა მიიღონ ხარისხიანი განათლება, შეიძინონ პროფესია, ჰქონდეთ კარგი შემოსავალი, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისთვის. ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ გერმანიის მთავრობა მზად არის, მომავალშიც მხარი დაუჭიროს საქართველოში პროფესიული განათლების განვითარებას.


FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა