logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
სკოლებში კოვიდინფიცირების რისკი კვლავ დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება
სკოლებში კოვიდინფიცირების რისკი კვლავ დაბალ მაჩვენებელზე ნარჩუნდება
11:29 27.03.2021
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ინფიცირების რისკი კვლავ მინიმუმზეა. მიუხედავად იმისა, რომ მთელ საქართველოში სწავლა თვეზე მეტია განახლდა, სკოლებში ზედმიწევნით დაცული ჯანდაცვის პროტოკოლიდან გამომდინარე, კოვიდ-19-ის მაჩვენებელი თითქმის იმავე ნიშნულზე რჩება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, ხაზგასასმელია, რომ მოსწავლეთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, მას შემდეგ, რაც მთელს ქვეყანაში სწავლა განახლდა, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მოსწავლეთა, მასწავლებელთა და, ზოგადად, სკოლების წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელს ყოველკვირეულად იკვლევს. სამინისტროს მიზანია, საზოგადოებას და, პირველ რიგში, მოსწავლეთა მშობლებს, უტყუარი მონაცემი ჰქონდეთ იმის თაობაზე, თუ რა ვითარეება სკოლებში კოვიდსტატისტიკის კუთხით. სტატისტიკა კი აჩვენებს, რომ ამ ხნის განმავლობაში, ციფრებს შორის მერყეობა დაახლოებით 1%-ია, რაც სკოლებში ჰიგიენის მაღალ დონეზე დაცვას უტყუარად ადასტურებს.

ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა დაინფიცირების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება. კერძოდ, 22-დან 26 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა 0.02%-ს დაუდასტურდა.


მშობელთა თხოვნით, ასევე, ვირუსის დადასტურების მიზეზით, ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სრულ დისტანციურ სწავლებაზე 26 სკოლა და 85 ცალკეული კლასი იმყოფება. ასევე, ბოლო კვირის მონაცემებით, დისტანციური სწავლის ფორმატი მოსწავლეთა 0,2% აირჩია, ხოლო საკლასო ოთახებს 2219 მოსწავლე დაუბრუნდა.

ქვეყნის მასშტაბით შემცირდა რისკ ჯგუფში მყოფი იმ მასწავლებლების რაოდენობა, რომელთაც დისტანციური სწავლების თხოვნით თავად მიმართეს და სკოლის მხრიდან შეღავათი გაეწიათ. ამ ეტაპზე დისტანციური სწავლების ფორმატში ქვეყნის მასშტაბით 63 პედაგოგი იმყოფება.

ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე გავრცელდება წერტილოვანი შეზღუდვები და ისინი იმოქმედებენ ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა