უხვი ნალექის შედეგად ზუგდიდი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე, სოფელ დიზის
მონაკვეთთან კლდის მასა ჩამოიშალა.
მომხდარის შედეგად, მოძრაობა ამ დრომდე ორმხრივად ჩაკეტილია.
სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის ნინო ვიბლიანის განცხადებით, ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.
მისივე თქმით აღნიშნულ მონაკვეთზე მოძრაობა უახლოეს საათებში უნდა აღდგეს.
მომხდარი შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.