logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ეკატერინე დგებუაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად აჭარაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის პროცესს ეცნობა
ეკატერინე დგებუაძე უცხოელ პარტნიორებთან ერთად აჭარაში ახალი საგანმანათლებლო პროექტის დანერგვის პროცესს ეცნობა
23:00 25.03.2021
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ეკატერინე დგებუაძე, საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი ღასანხალილი, ესტონეთის ელჩი რიინა კალიურანდი და ნორვეგიის ელჩი ჰელენ ანდრესენი ერთობლივი სამუშაო ვიზიტით აჭარაში იმყოფებიან.

ვიზიტის ფარგლებში სტუმრებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან, აჭარის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ მაია ხაჯიშვილთან და ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელ არჩილ ჩიქოვანთან სამუშაო შეხვედრა გამართეს, სადაც მხარეებმა ის ერთობლივი პროექტები განიხილეს, რომლებიც აჭარაში გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და ნორვეგიის მთავრობების მხარდაჭერით ხორციელდება. სტუმრებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს დისტანციური სწავლების ხელშეწყობის ერთობლივ პროექტზე, რომლის ფარგლებშიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონის, მათ შორის, აჭარის 30 საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მასწავლებლები და ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესტონურ მოდელს გაეცნობიან დისტანციური სწავლების დანერგვის პრაქტიკის კუთხით.

ეკატერინე დგებუაძემ, აჭარის განათლების მინისტრთან, UNICEF-ის წარმომადგენელთან და ელჩებთან ერთად, აღნიშნულ პროექტში ახლადჩართული ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლაც მოინახულა. სტუმრებმა ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობას. ამასთან, მახუნცეთის საჯარო სკოლას გაეროს ბავშვთა ფონდმა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის განმავითარებელი სათამაშოები, წიგნები და სხვა საგანმანათლებლო რესურსები საჩუქრად გადასცა.

სტუმრებიბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში დისტანციური სწავლების ხელშეწყობის პროექტში აჭარის მასშტაბით ჩართული სკოლების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ღონისძიებაზე მინისტრის პირველმა მოადგილემ სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას, მადლობა გადაუხადა გაეროს ბავშვთა ფონდსა და ელჩებს მრავალწლიანი პარტნიორობისთვის და პანდემიის პირობებში სკოლების მხარდაჭერის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, გაეროს ბავშვთა ფონდისა და ესტონეთის მთავრობის დისტანციური სწავლების ხელშეწყობის ერთობლივი პროექტი საქართველოს მასშტაბით 100 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მოიცავს და მიზნად ისახავს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო პრაქტიკის - ესტონური გამოცდილების გაზიარების მეშვეობით მოსწავლეების განათლების ხარისხის გაუმჯობესებასა და საგანმანათლებლო სისტემის წარმომადგენლების ცოდნისა და შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობას .პროექტს, რომელიც 2020 წლის სექტემბერში დაიწყოდა 2 წლის განმავლობაში გაგრძელდება, სრულად აფინანსებს ესტონეთის მთავრობა.

ამასთან, განათლების სისტემის ხარისხისა და ინკლუზიურობის გაძლიერების მიზნით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ნორვეგიის მთავრობა და გაეროს ბავშვთა ფონდი ერთობლივი სამწლიანი პროგრამის განხორციელებას იწყებენ, რომელიც დაეხმარება 3-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, მათ შორის, შშმ, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელ, სოციალურად დაუცველ, სკოლის მიღმა დარჩენილ და სწავლის შეწყვეტის საფრთხის ქვეშ მყოფ ბავშვებს, მიიღონ ინკლუზიური და ხარისხიანი განათლება.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა