logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პატრიარქი ჩვენი ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელი გახლავთ , რომელიც 40 წელზე მეტია, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენი პატრიარქი ჩვენი ქართული ეკლესიის გამორჩეული წარმომადგენელი გახლავთ , რომელიც 40 წელზე მეტია, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს
14:23 25.03.2021
"ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის" - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღესთან დაკავშირებით გამართულ პარაკლისს დაესწრო.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, საუკუნეების მანძილზე თავდადებით ემსახურებოდნენ ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. პრემიერის თქმით, ქართული ეკლესიის ასეთი გამორჩეული წარმომადგენელია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

„გილოცავთ დღევანდელ დღეს. ეს არის უდიდესი დღესასწაული, არა მხოლოდ ეკლესიისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის. 104 წლის წინ, 1917 წლის 25 მარტს, ქართულმა ეკლესიამ აღადგინა ავტოკეფალია. დღეს აღვნიშნავთ ამ დიდებულ დღეს - ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენას. ჩვენ კარგად მოგვეხსენება, რომ იმ დროს ეს მოვლენა გახდა ერთგვარი გარდამტეხი ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის ცხოვრებაში. ჩვენ, როგორც ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ერი, ყოველთვის ვადიდებდით და ვადიდებთ უფალს. საუკუნეების მანძილზე ჩვენი გამორჩეული მღვდელმთავრები, სასულიერო პირები, ყოველთვის თავდადებით ემსახურებოდნენ ჩვენს ქართულ ეკლესიას და სამშობლოს. ყოველთვის, როცა ჩვენს ერს და ჩვენს ქვეყანას ედგა მძიმე დრო, ისინი ყოველთვის მტკიცედ გამოხატავდნენ ჩვენი სამშობლოს ინტერესებს. ასეთი გამორჩეული წარმომადგენელი ჩვენი ქართული ეკლესიისა გახლავთ ჩვენი პატრიარქი, რომელიც 40 წელზე მეტია, სწორედ, გამორჩეული ერთგულებითა და თავდადებით ემსახურება ჩვენს სამშობლოს. აძლიერებს, როგორც ქართულ ეკლესიას, ისე ჩვენი ერის სულიერ სიმტკიცეს. ამიტომ მე კიდევ ერთხელ დიდი პატივისცემა მინდა გამოვხატო ჩვენი პატრიარქის მიმართ, მას მივულოცო დღევანდელი დღე, სრულიად სინოდს, ქართულ ეკლესიას, თითოეულ მართლმადიდებელ ქრისტიანს ჩვენი ქვეყნისა და ვუსურვო მას ჯანმრთელობა, დღეგრძელობა, დიდ ხანს სიცოცხლე. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

სიონის საკათედრო ტაძარში პარაკლისი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტმა შიომ, სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა.

პრემიერ-მინისტრი სიონში პარაკლისს პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებოდა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა