ცაგერში, ლაილაში-ღუს დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მეწყერი ჩამოწვა.
მიწის დიდი მასა ხანგძლივი და გადაუღებელი წვიმების გამო ჩამოიშალა და იქ მცხოვრები 10 ოჯახი ამ დრომდე გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
მთავარი არხის ინფორმაციით, იმის გამო, რომ მეწყრული პროცესები იქ ახლაც აქტიურია გზის გაწმენდითი სამუშაოები ვერ იწყება.
საავტომობილო გზა დაზიანებულია და ადგილობრივი მუნიციპალიტეტი ალტერნატიული გზის გახსნას გეგმავს, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოები ამინდის გამოსვლასთან ერთად განხორციელდება.