„ერთიანი სტუდენტური გაერთიანების“ წარმომადგენლები სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს შეხვდნენ.
როგორც „ნიუსპრესს“ გაერთიანების წარმომადგენელმა მარიამ ქობულიამ განუცხადა, უწმინდესმა მათ სიმშვიდისკენ მოუწოდა, ამიტომ ყოველგვარი პროვოკაციის გამოსარიცხად, „ერთიანი სტუდენტური გაერთიანება“ აქციებს წყვეტს.
ქობულიას თქმით, სტუდენტური აქციები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში მიმდინარობდა, მხოლოდ მათ მიერ იყო ორგანიზებული.
მისივე თქმით, რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის, „ლაბორატორია 1918“ ცდილობდა ინიციატივა აეღო და თავი აქციის ორგანიზატორად წარმოეჩინა.
„ეს არ იყო ვიღაცის მიერ ორგანიზებული აქცია, არც ხელისუფლების და არც რომელიმე პოლიტიკური პარტიის. ჩვენ, „ერთიანი სტუდენტური გაერთიანების“ წარმომადგენლებმა გადავწყვიტეთ შევწყვიტოთ აქციები, რათა იგი დაპირისპრებაში არ გადაიზარდოს“ - განაცხადა მან.
როგორც ქობულიამ აღნიშნა, „ერთიანი სტუდენტური გაერთიანება“ აქციას რამდენიმე დღე სიმბოლურად უნივერსიტეტთან მოაწყობს და პროცესს ამით დაასრულებს.

















