ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამწვანების სამსახურმა საგაზაფხულო სამუშაოების ფარგლებში,
ქალაქ ბოლნისში მერიის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ სკვერში ტიტები დარგო.
სამსახურის თანამშრომლებმა ასევე განახორციელეს ქალაქ ბოლნისში ე.წ. ანდრევიკის დასახლებაში მდებარე "მომავლის მწვანე ბაღში" ღობის გამაგრებითი სამუშაოები.