ბიოქიმია-ონკოლოგიის რეზიდენტის , ფარმაკოლოგიის ლექტორის გიორგი ღოღობერიძის
განცხადებით, თუ არ გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი, ვირუსის დაძლევას 4-5 წელი დასჭირდება და დაახლოებით 15 000 ადამიას იმსხვერპლებს.
„თუ ჩვენ ვაქცინას არ ავირჩევთ და გავაგრძელებთ ვაქცინის გარეშე მსვლელობას, დაგვჭირდება დაახლოებით 4-5 წელი და დაახლოებით 15000 ადამიანის დაკარგვა. მეორე მხარეს ეს არის საკუთრივ ვაქცინაცია. სამწუხაროდ აქაც გვაქვს ჩვენ დანაკარგი, ჯერ-ჯერობით ერთი ადამიანის სიცოცხლე, მაგრამ თუ გაიზრდება ჯანდაცვის ხარისხი ამ კუთხით, ჩვენ შეიძლება მეტი ადამიანი არ დავკარგოთ და ვაქცინაციის ხარჯზე ის 15 000 აღარ გავწიროთ, რომელიც შეიძლებოდა შეწირულიყო COVID-ის წინააღმდეგ ბრძოლის დროს“ - განაცხადა გიორგი ღოღობერიძემ.