დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტი თანადგომის აქციით
შეუერთდა.
ღონისძიება ქალაქის ცენტრალურ პარკში მერიის კულტურის სამსახურის ტურიზმისა და ახალგაზრდული განყოფილებისა და ახალციხის სამხატვრო სკოლის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა.
აქციის ფარგლებში სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა, დაუნის საერთაშორისო დღისა და პანდემიის თემებზე ნამუშევრები დახატეს.
თანადგომის აქციას მოსწავლეებთან ერთად, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, მერიის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი, სამხატვრო სკოლის ხელმძღვანელი ლელა ფერაძე, მერიის თანამშრომლები, სამხატვრო სკოლის პედაგოგები და მოსწავლეთა მშობლები შეუერთდნენ.
ღონისძიების მონაწილეებმა აღინიშნეს, რომ მნიშვნელოვანია, დაუნის სინდრომის მქონე ადამიანებს, როგორც საზოგადოების სრულფასოვან წევრებს, კიდევ ერთხელ ვაგრძნობინოთ ჩვენი კეთილგანწყობა, თანადგომა და სიყვარული.