ახალციხიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადმოყვანილი 27 წლის ექთანი, რომელიც
კორონავირუსზე აცრის შემდეგ ანაფილაქსიურ შოკში ჩავარდა, გარდაიცვალა.
გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის მდგომარეობა გვიან ღამით დამძიმდა მაგრამ ექიმებმა მოახერხეს მდგომარეობის მართვა და გაჩერებული გულის ამუშავება, თუმცა, დაახლოებით 16 საათიანი ძალისხმევის მიუხედავად მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.