საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, „ასტრა ზენეკას“ მიმართ გაკეთებული დასკვნის საფუძველზე, პრეპარატი აღიარებულია, როგორც უსაფრთხო ვაქცინა და რომლის შემთხვევაშიც სარგებელი რისკს აღემატება.
"ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გაკეთდა ევროპის მკაცრი მარეგულირებლის მხრიდან.
„ასტრა ზენეკას“ მიმართ გაკეთებულია დასკვნა, რის საფუძველზეც ის არის აღიარებული, როგორც უსაფრთხო ვაქცინა, რომელსაც აქვს გაცილებით მეტი სარგებელი ვიდრე რისკი.
საქართველოში „ასტრა ზენეკით“ ვაქცინაციის პროცესი შეუფერხებლად გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს სტატისტიკური მონაცემები "ასტრა ზენეკასთან" მიმართებაში, როდესაც 17 მილიონ ვაქცინირებულ ადამიანზე მოხდა მხოლოდ 41 შემთხვევის დაფიქსირება და ამ 41 შემთხვევიდან არცერთი არ ყოფილა ლეტალური" - განაცხადა მინისტრმა.