logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
საქართველოს ბანკის API სერვისების გამოყენება B2B პროგრამებშია შესაძლებელი
საქართველოს ბანკის API სერვისების გამოყენება B2B პროგრამებშია შესაძლებელი
11:38 18.03.2021
საქართველოს ბანკი ბიზნეს ინტერტნებანკის მომხმარებლებს კიდევ უფრო გამარტივებულ და კომფორტულ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს.

ბიზნეს ოპერაციების გასამარტივებლად და B2B პროგრამაში საჭირო საბანკო სერვისების გამოყენების მიზნით, ბანკი მომხმარებელს API (Application Programming Interface) სერვისებს სთავაზობს. აღნიშნული სერვისების დახმარებით მომხმარებელს შეუძლია თავიდან აიცილოს რუტინული ოპერაციები და პროცესების ავტომატიზაციის ხარჯზე მას ბევრად ნაკლები დრო მოახმაროს. ბიზნეს ინტერნეტბანკის სხვადასხვა ფუნქციონალის გამოყენება უკვე ბიზნესის სამუშაო პლატფორმაშია შესაძლებელი, რაც მომხმარებელს ბიზნესინტერნეტბანკში შესვლის გარეშე საფინანსო / საბუღალტრო / საწარმოს მართვის პროგრამაში საბანკო ოპერაციების მარტივად შესრულების შესაძლებლობას მისცემს.

API-სერვისების გააქტიურების შემდეგ, მომხმარებელი სამუშაო პროგრამაშივე შეძლებს შემდეგი საბანკო ოპერაციების შესრულებას: ინდივიდუალური და პაკეტური გადარიცხვის დოკუმენტების შექმნა/გაუქმება (როგორც ეროვნულ, ასევე უცხოურ ვალუტაში); უკვე შექმნილი დოკუმენტების სტატუსებისა და მიმდინარე დღის აქტივობების შემოწმება.

ჩაშენებული ფუნქციონალის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამონაწერის გენერაცია (ამონაწერზე ზოგადი ინფორმაცია, პირველი 1000 ჩანაწერი, გლობალური და ყოველდღიური ნაშთები, ჩანაწერები მითითებულ გვერდზე) და მიმდინარე ნაშთების საკუთარ სამუშაო პლატფორმაში დანახვა. API სერვისების მეშვეობით ასევე მოხდება საბალანსო უწყისის და ვალუტის კურსების (ეროვნული ბანკის კურსი, კურსების ისტორია, ბანკის კომერციული კურსი) მომხმარებლის პირად სამუშაო პლატფორმაში განთავსება.

„საქართველოს ბანკი ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის ხელშესაწყობას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. მომხმარებლისთვის წარვადგინეთ API სერვისი, რომლის დახმარებითაც საბანკო ოპერაციების შესრულება ინტერნეტბანკში შესვლის გარეშე, მომხმარებლისთვის ხელსაყრელ პროგრამაშია შესაძლებელი. API-ის ინტეგრაციით ამიერიდან კომპანიებს აღარ მოუწევთ ორმაგი შრომა რუტინული ოპერაციების შესასრულებლად. გაუმჯობესებული UX-ი კი საგრძნობლად შეამცირებს გარკვეული ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო დროს, რაც დღესდღეობით დიდი კომფორტი და საჭიროებაა ნებისმიერი ადამიანისათვის. საქართველოს ბანკი აქტიურად განაგრძობს მომხმარებლის ინტერესებზე ორიენტირებული, განახლებული სერვისების უზრუნველყოფას და ამ კუთხით ბიზნესს კიდევ არაერთ სიახლეს შესთავაზებს“,- განაცხადა გიორგი კინწურაშვილმა, საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო ეკოსისტემის მიმართულების ხელმძღვანელმა.

ინფორმაციისთვის, საბანკო სერვისების გააქტიურება უფასოა და შესაძლებელია bonline.ge-დან, პროგრამებში: ბალანსი, SAP Business One, 1C, ორისი, ფინა, ინფო ბუღალტერი, ინფო საწარმო, FMG მარკეტი, FMG დისტრიბუცია, აპექს ბუღალტერია, Dariex-ის ERP პროგრამა და SuperFin.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა