ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში სახელმწიფო ბიუჯეტიდან სოფლის ამბულატორიების
აღჭურვა დაფინანსდება, - განკარგულებას, რომლის საფუძველზეც სამედიცინო მოწყობილობების შესყიდვა განხორციელდება, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებს.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, პირველადი ჯანდაცვის სერვისებზე მოსახლეობის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის, მნიშვნელოვანია პირველადი ჯანდაცვის რგოლის გაძლიერება.
„ჯანდაცვის მინისტრის ინიციატივით, წელს 300-მდე სოფლის ამბულატორია აღიჭურვება, რაც გააუმჯობესებს, როგორც სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს, ისე - პირველადი ჯანდაცვის სერვისებს", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.