ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირები ,,მედალფას" კლინიკაში აიცრებიან.
ლანჩხუთმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 300 დოზა მიიღო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული პირები ექვემდებარებიან.
დღეს პირველად ვაქცინა ,,მედალფას" კლინიკის ექიმებმა: თამარ კუნჭულიამ და ვერიკო ჩიჩუამ გაიკეთეს.
სამედიცინო სფეროში იმუნიზაციის პროცესს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი, ალექსანდრე სარიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე, ბესიკ ტაბიძე დაესწრნენ.
ვაქცინაცია ნებაყოფლობითია!