logo2
logo2
არქივი
« მაისი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
logo2
logo2
სასარგებლო სიახლე ლიბერთის ციფრული Visa ბარათის მომხმარებელს
სასარგებლო სიახლე ლიბერთის ციფრული Visa ბარათის მომხმარებელს
14:49 17.03.2021
„გადაიხადე ონლაინ და 20 ლარი ანგარიშზე დაგიჯდება“ - ლიბერთი და Visa ციფრული ბარათის მომხმარებლებისთვის ახალ, ერთობლივ კამპანიას იწყებენ.

მიმდინარე წლის 16 მარტიდან, კამპანიის ფარგლებში, ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც აიღებს ლიბერთის ციფრულ Visa ბარათს ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით და შეასრულებს მინიმუმ 20 ლარიან ტრანზაქციას ნებისმიერ ონლაინ მაღაზიაში, 20 ლარი მომენტალურად დაუბრუნდება ანგარიშზე.

ლიბერთიმ ციფრული ბარათითავის მომხმარებელს გასულ წელს შესთავაზა. ონლაინ შოპინგისთვის ყველაზე უსაფრთხო, ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლისთვის დამატებით კომფორტს ქმნის - ის სადებეტო ბარათის ფუნქციებს სრულფასოვნად ასრულებს იმ განსხვავებით, რომ მომხმარებელს არ უწევს ფიზიკური, პლასტიკური ბარათის ტარება და მის ასაღებად ბანკში ვიზიტი საჭირო არ არის.

ციფრული ბარათის აღება მარტივია და სულ რამდენიმე წამი სჭირდება. გააქტიურების შემდეგ, მისი გამოყენება მყისიერად არის შესაძლებელი. ციფრული ბარათის დამატება შესაძლებელია Apple Pay-შიც, რაც ონლაინ შოპინგის გარდა, სავაჭრო ობიექტებშიც იძლევა როგორც გადახდის, ისე ლიბერთის ლოიალობის პროგრამა „CashBack“-ით სარგებლობის საშუალებას.

ციფრული ბარათის მიბმა არსებულ, ან ახალ ანგარიშზეა შესაძლებელი. ბარათი მულტისავალუტო ფუნქციასაც ატარებს, რაც იმას ნიშნავს, რომ მომხმარებელს შეუძლია იქონიოს როგორც ლარის, ასევე დოლარის და ევროს ანგარიში. აქციის ფარგლებში, ელექტრონულ კომერციაში 20 ლარის მომენტალურად დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ციფრული ბარათის მომხმარებლებისთვის, ლარში განხორციელებული ტრანზაქციისას.

„ციფრული ბარათით სარგებლობა ჩვენს მომხმარებელს უკვე რამდენიმე თვეა შეუძლია. დღეს განსაკუთრებით აქტუალურია უსაფრთხო და დისტანციური ბანკინგი და მოხარული ვართ, რომ ჩვენს პარტნიორ Visa-სთან ერთად, საშუალება მოგვეცა კიდევ უფრო წავახალისოთ ციფრული არხების გამოყენება და გავზარდოთ მომხმარებლის ლოიალობა. რა თქმა უნდა, ამაზე არ ვჩერდებით და მუდმივად ვაკვირდებით მომხმარებლის საჭიროებებს იმისთვის, რომ შევქმნათ მათზე მორგებული სერვისები და პროდუქტები“ - აცხადებს ვაჟა მენაბდე, მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორი.

აქციის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე: libertybank.ge

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge;

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა