logo2
logo2
არქივი
« აპრილი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30
logo2
logo2
დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე: საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის ხარისხის მაღალი თამასა დააწესა
დავით სერგეენკო ვაქცინაციაზე: საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის ხარისხის მაღალი თამასა დააწესა
17:41 16.03.2021
მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით სერგეენკომ საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

„გუშინ საქართველოში დაიწყო პანდემიასთან ბრძოლის ახალი, პრინციპულად განსხვავებული ეტაპი - ვაქცინაცია კოვიდ ინფექციის წინააღმდეგ. თუ კი აქამდე პანდემიასთან ბრძოლისათვის არსებობდა მხოლოდ მობილობის შემცირების, დისტანცირების, ნიღაბის ხელების დამუშავების ინსტრუმენტები, ამას დაემატა უმძლავრესი ტექნოლოგია - ვაქცინაცია. ბოლო 200 წელზე მეტი ხნის განმავლობაში კაცობრიობას არ შეუქმნია უფრო ეფექტური ტექნოლოგია ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლაში ვიდრე ეს არის ვაქცინაცია. მსოფლიოში დღეს რამდენიმე სახეობის ვაქცინა გამოიყენება და საქართველომ თავისი მოქალაქეებისათვის დააწესა ხარისხის მაღალი თამასა - ვაქცინა, რომელიც იქნება გამოყენებული საქართველოში, გარდა იმისა რომ თავის საკუთარ ქვეყანაში, მწარმოებელ ქვეყანაში უნდა იყოს აღიარებული, ასევე უნდა იყოს აღიარებული ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ, ოფიციალური აღიარება უნდა ჰქონდეს ხარისხსა და უსაფრთხოებას," - განცხადა დავით სერგეენკომ.

მისი თქმით, პანდემიიდან და საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, ვაქცინაცია დღეს ალბათ ყველაზე უფრო სპეციფიური სფერო გახდა, ვინაიდან ერთი მხრივ, რთულად მოსაძებნია სხვა ისეთი ინდუსტრია რომელიც ასეთი დეტალური დაკვირვების და მონიტორინგის საგანია, შესწავლის საგანია და, მეორე მხრივ, ვაქცინაცია თავისი მნიშვნელობით, თავისი შემადგენელით გასცდა საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროს და ძალიან დიდი პოლიტიკური შემადგენელი შეიძინა და ეს ფაქტორები აუცილებლად არის გასათვალისწინებელი.

დავით სერგეენკომ რამდენიმე მნიშვნელოვან მომენტზეც გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, ვაქცინების სახეობაზე და განაცხადა:

„მოგიწოდებთ, რომ ამ ინფორმაციაზე მოვუსმინოთ მხოლოდ პროფესიონალებს, დარგის პროფესიონალებს, არ არსებობს ისეთი ინდუსტრია დღეს, რომელიც ასეთი დეტალური კონტროლის ქვეშ არის, ისევე როგორც მისი ეფექტურობა, როგორც გვერდითი მოვლენები. ვაქცინები, რომელიც შემოსულია საქართველოში - ასტრა-ზენეკა, ბრიტანულ-შვედური წარმოებისაა და დღეს მსოფლიოში 20 მილიონზე მეტი აცრილი ადამიანიდან 11 მილიონი მხოლოდ გაერთიანებულ სამეფოშია აცრილი. მე იმედი მაქვს, რომ უახლოესი პერიოდის განმავლობაში, ჩვენ უფრო ფართო მასშტაბით მოვიცავთ ვაქცინაციას მთლიანად იმისათვის, რომ მოსახლეობაში შეიქმნას კოლექტიური იმუნიტეტი".

„კიდევ ერთხელ მსურს გავიმეორო მოწოდება, რომ ვაქცინაციაზე უსაფრთხო და ეფექტური საშუალება ინფექციური დაავადებების პრევენციისათვის კაცობრიობას ჯერ არ შეუქმნია და ნებისმიერი ინფორმაცია, რომელიც ამ საკითხის ირგვლივ იქნება, გაზიარებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ ამ დარგის სპეციალისტებისაგან, ექსპერტებისაგან და იდეალურ შემთხვევაში საერთოდ ელიმინირდეს ამ საკითხის პოლიტიკური შემადგენელი, რომელიც სამწუხაროდ ჩვენთანაც და მთელ მსოფლიოშიც ძალიან მაღალია. იმედს ვიტოვებ, რომ პანდემიასთან ბრძოლაში ჩვენ შევძლებთ, რომ ეკონომიკა ფეხზე დავაყენოთ და შევძლებთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა და სიცოცხლე დავიცვათ ეფექტურად", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა